მედია - შვეიცარიაში მოლაპარაკებების ძირითადი რაუნდის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს

შვეიცარიაში მოლაპარაკებების ძირითადი რაუნდის შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ცალკე შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პრესმდივანზე, დიანა დავითიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ დელეგაციების მეთაურები - რუსტემ უმეროვი (უკრაინა) და ვლადიმირ მედინსკი (რუსეთი). შეხვედრას ასევე ესწრებოდა დავით არახამია (უკრაინა).

აღინიშნება, რომ რუსულ მედიასთან საუბარში მედინსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულ დელეგაციას ხვდებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრა საათ-ნახევარი გრძელდებოდა, ხოლო მოლაპარაკებების თემა უცნობია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს