ლევან ცუცქირიძე - მკაცრ სახეს აჩვენებენ და კანონს კანონზე იღებენ, რათა ვინმე შეაშინონ, მაგრამ სუსტები არიან, „ოცნებამ“ იცის, რომ ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებს წააგებს - „თავისუფლების მოედანი“ იქნება ერთ-ერთი მებრძოლი ლიდერი საარჩევნო რბოლაში

გამოდიან, მკაცრ სახეს აჩვენებენ და კანონს კანონზე იღებენ, რათა ვინმე შეაშინონ, მაგრამ უკიდურესად სუსტები არიან, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებს ისინი წააგებენ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებს ისინი წააგებენ. ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც თავდაჯერებულია, ასეთ რაღაცებს არ აკეთებს. რაში სჭირდებათ ტროტუარზე დგომის გამო ხალხის დაპატიმრება, რაში სჭირდებათ ასეთი სულელური, აბსურდული კანონები? იმაში სჭირდებათ, რომ აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის თქმით, „თავისუფლების მოედანი“ იქნება ერთ-ერთი მებრძოლი ლიდერი საარჩევნო რბოლაში.

„მე შემიძლია თავისუფლების მოედნის სახელით გითხრათ, რომ „თავისუფლების მოედანი“ იქნება ერთ-ერთი მებრძოლი ლიდერი საარჩევნო რბოლაში. დანარჩენი გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. მე ჩვენს შესაძლებლობებში საკმაოდ დარწმუნებული ვარ ისევე, როგორც ვხედავ, რომ კიდევ მოდის ბევრი ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, რომელთანაც ვაპირებთ თანამშრომლობასაც და ბევრი რამის გაკეთებასაც“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს