შალვა კერესელიძე - ლევან დავითაშვილი კი არა, არ გამიკვირდება ხვალ ირაკლი კობახიძე დაიჭირონ, ისეთი რაღაცები ხდება საქართველოში, არაფერი გამიკვირდება

დღეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის „კლანებს“ შორის ძალაუფლების გადანაწილება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ ყოფილი გუნდის წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თავად „ქართული ოცნების“ შეფასებით, ლევან დავითაშვილი ერთ-ერთ წარმატებულ და სანდო მინისტრად მიიჩნეოდა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი გავლენიანი ჯგუფების ნაწილი ხელისუფლებიდან ჩამოშორებულია, ნაწილი კი დაკავებულია, ხოლო მათ მიერ „კონტროლირებული გავლენები და ბიზნესები ახალი ჯგუფების ხელში“ გადადის. მისი თქმით, ეს არის გავლენებისა და რესურსების გადანაწილების პროცესი.

„ქართული ოცნების“ შეფასებითვე, ლევან დავითაშვილი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო. საკმაოდ სანდო ადამიანი და ფიგურა იყო. დღეს „ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს დაპირისპირება, ვინ რამდენი მოიპარა. ჩემი შეფასებით, ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის „კლანებს“ შორის ძალაუფლების გადანაწილება. ძველი „კლანი“, ვინც ხელისუფლების სათავეში იყო, ზოგი ციხეშია, ზოგი გაგდებულია. მათ თავისი გავლენები, ბიზნესები ჰქონდათ, რასაც სჭირდება ახალი პატრონები, რომელსაც დაეპატრონება ახალი „კლანი“. ეს არის გავლენების, ბიზნესების და ძალაუფლების გადანაწილება.

ლევან დავითაშვილი კი არა, არ გამიკვირდება ხვალ, ირაკლი კობახიძე დაიჭირონ. ისეთი რაღაცები ხდება საქართველოში, არაფერი გამიკვირდება“, - განაცხადა კერესელიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს