ბათუმის მერია აცხადებს, რომ ე.წ. თევზის რესტორნების დანგრევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიმდინარეობს უნებართვო ობიექტის დემონტაჟი

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ე.წ. თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოდ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი.

„სხვადასხვა მედია საშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ე.წ. თევზის რესტორნების დემონტაჟი ხორციელდება. მოგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ობიექტის დემონტაჟი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კომპეტენციისა და კანონის სრული დაცვით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს