კალიფორნიაში ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

კალიფორნიის ტაჰოს ტბის რეგიონში მაშველებმა ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი იპოვეს.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპული მოთხილამურის ცხედრები ჯერ კიდევ თოვლშია ჩარჩენილი და მათი ამოყვანა ამინდის არასათანადო პირობების გამო ჯერ ვერ ხერხდება.

დაღუპულთა შორის შვიდი ქალი და ორი მამაკაცია.

ნევადის ოლქის შერიფმა შენან მუნმა განაცხადა, რომ მეცხრე დაკარგული მოთხილამურის ძებნა გრძელდება.

ცნობისთვის, სამშაბათს, კასლ პიკის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, თხუთმეტი მოთხილამურე დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით, მაშველებმა ექვსი მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა