Reuters - აშშ ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

აშშ ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, ხოლო ონლაინ პორტალი freedom.gov-ზე განთავსდება.

პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ „ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა