ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში გაიმართება

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიაში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

„მსურს აღვნიშნო, რომ შემდეგი შეხვედრა კვლავ შვეიცარიაში გაიმართება. დღევანდელი მდგომარეობით ეს ინფორმაცია მაქვს. ჩვენი გუნდის დაბრუნების შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის ევროპაში გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვფიქრობ, კარგია ის, რომ შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ყოველთვის ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების პატივისცემით ვსაუბრობ, მაგრამ როცა ომი ევროპაშია, მაშინ მოლაპარაკებების ადგილი აქ უნდა მოიძებნოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში შედგა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, შეხვედრების დასრულების შედეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „რთული, მაგრამ საქმიანი“ იყო.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ზელენსკის ცნობით, ჟენევაში გამართული შეხვედრების შედეგები საკმარისი არ არის და პოლიტიკურ საკითხებზე, შესაძლო კომპრომისებსა და ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრის შესახებ მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს