დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

„საუბარია 20-ზე მეტ ქვეყანაზე. პრეზიდენტს ღაზას აღდგენისა და რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმა აქვს, რაც „მშვიდობის საბჭოს“ წყალობით ხდება“, - განაცხადა ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს და შეხვედრაზე საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ღაზას რეკონსტრუქციისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

ცნობისთვის, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლები „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა