სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს იუნ სუკ იოლს ამბოხების მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს იუნ სუკ იოლს ამბოხების მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას გამოცემა Yonhap-ი ავრცელებს.

სეულის სასამართლომ 2024 წლის დეკემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ამბოხების ხელმძღვანელობისთვის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სუკ იოლს სამუდამო პატიმრობა, ხოლო ყოფილ თავდაცვის მინისტრ კიმ იონგ-ჰიონს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა იუნ სუკ იოლის სიკვდილით დასჯას ითხოვდა, თუმცა სამხრეთ კორეაში სიკვდილით დასჯაზე 1997 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული.

შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლმა სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა 2024 წლის 3 დეკემბერს გამოცხადა და ამის მიზეზად ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან დაცვა დაასახელა. პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს მხარი 14 დეკემბერს დაუჭირა, ხოლო 2025 წლის იანვარში იგი პოლიციამ დააკავა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა