სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს

ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ რუსეთის მიერ მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს. რუსული მოდელი გვაქვს, რომელიც სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს რუსეთს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთან ეს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას ნიშნავს, მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, რომელიც იბრძვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

„ეს მარტივი არ არის, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი კრიზისია. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის და ასევე, ამერიკელი პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ერთ დღეს იგი [რუსეთ-უკრაინის ომი] დასრულდება, მაგრამ მთავარია როგორ დასრულდება. რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ყოველთვის აგრესორია. ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ასევე, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მეზობლების ტერიტორიების ოკუპაციას ვერ მოახდენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობით არასდროს არის დაინტერესებული და მისი მშვიდობაზე დათანხმება იძულებით უნდა მოხდეს.

„გაურკვევლობა, რომელსაც პუტინი ტრამპის მოქმედების გამო განიცდის, საუკეთესო მოკავშირეს წარმოადგენს, რათა ის სამშვიდობო შეთანხმებას იძულებით დათანხმდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება