ვლადიმერ ბოჟაძე - „ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, თუმცა ქსელები ვალდებულები იქნებიან, ასეთი მედიკამენტებისთვის ცალკე ადგილი გამოყონ.

„მედიკამენტებზე ფასები განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ 7000-ზე მეტ მედიკამენტზე გვაქვს რეფერენტული ფასები, ყველაზე მწვავედ მოსახლეობას სწორედ წამლების გაზრდილი ფასები უდგას. ამიტომ „ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც გამოუშვებს მედიკამენტებს, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს ამოცანა არ იქნება მოგებაზე ორიენტირება და ფასები ხარისხიდან გამომდინარე, იქნება ისეთი, რომელიც საოცრად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, არამედ გულისხმობს მხოლოდ მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით ხარისხზე პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ყველა სააფთიაქო ქსელი ვალდებული იქნება, ცალკე გამოყოს ადგილი ასეთი მედიკამენტებისთვის, სადაც ფასს განსაზღვრავს სახელმწიფო. შესაძლებელია ქსელებმა გარკვეული ფასნამატი ასევე სახელმწიფოსთან შეთანხმებით დაამატონ, რაც შეიძლება ოპერირების ხარჯებს უკავშირდებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა