ჯანო კუცია - ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი ქსელებს უჭირავს, 95%-ზე მეტი, სად გავყიდო სხვაგან? მოკვდა ის პატარა მარკეტები - ჩემთვის კომერციულად საინტერესოა პატარა მარკეტში შევიდე, უფრო იაფი მიჯდება მაგათთან მომსახურება

ქსელებმა ე.წ. ქეშბექი ფასებზე ასახეს, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა ე.წ. ქეშბექი, კონკურენტუუნარო გახდნენ, - ამის შესახებ კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა, ჯანო კუციამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კუციას განმარტებით, ტრადიციული მაღაზიები ქსელურმა მარკეტებმა „გააკოტრეს“.

„10 წლის წინ, დაახლოებით, 13 ათას ობიექტში ვმუშაობდით, დღეს უმრავლესობა ჩვენგანი 3 ათას ობიექტში ვმუშაობთ. რატომ? დიდმა ქსელმა მოგვთხოვა ე.წ. ქეშბექი დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს ე.წ. ქეშბექი. ქსელებმა ეს ე.წ. ქეშბექი ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა ე.წ. ქეშბექი კონკურენტუუნარო გახდნენ. ისინი ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან, არავინ არ დაიცვა. რიგ შემთხვევაში თვითონ მივიდნენ, რომ აეღოთ ეს იაფი პროდუქტი, დაილაგეს დახლებზე, მაგრამ რამდენ ხანს გააკეთებდნენ ამას?

როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ეფემსიჯი“ სექტორში 40% უჭირავს მარტო MODERN TRADE-ს, ანუ ქსელურ მარკეტებს და ტრადიციულს - 60, ეს აქ უკვე შეცდომაა. ალბათ, აქ არის ჩასახედი, რატომ არის ქსელური მარკეტების წილი 40%? საგრძნობლად მეტია. ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი ქსელებს უჭირავს, 95%-ზე მეტი. სად გავყიდო სხვაგან? მოკვდა ის პატარა [მარკეტები]. ვერ შემაქვს ყველგან. ჩემთვის კომერციულად საინტერესოა პატარა მარკეტში შევიდე, უფრო იაფი მიჯდება მაგათთან მომსახურება. შევიტანეთ, დავტოვეთ პროდუქტი, მაგრამ გაკოტრდა იმიტომ, რომ გვერდზე MODERN TRADE-მა გააკოტრა. ამ მოცემულობით, ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან 4 უნდა იყოს ქსელური და 6 ტრადიციული. რომელია ასეთი უბანი შეგიძლიათ გვითხრათ? რომელი დარჩა ასეთი უბანი? არ არსებობს, წალენჯიხიდან დაწყებული აქეთ, არ არსებობს“,- განაცხადა კანო კუციამ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა