უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი - უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.

„თუ უკრაინის მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების შეჩერებას ცრუ არგუმენტების გამოყენებით გააგრძელებს, მაშინ ამას დამატებითი საპასუხო ზომები მოჰყვება. ჩვენ უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის ვარიანტს განვიხილავთ“, - განაცხადა გულიაშმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას წყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება არ განახლდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე