კომპანია „ჯოლიოს“ წარმომადგენელი - დაბალი ხარისხის ზეთი, რომლის 90% რუსეთიდან შემოდის, არ არის საწარმოებში იმ სტანდარტებით ნაწარმოები, როგორც მაგალითად, საქართველოში

დაბალი ხარისხის ზეთი, რომლის 90% რუსეთიდან შემოდის, არ არის საწარმოებში იმ სტანდარტებით ნაწარმოები, როგორც მაგალითად, საქართველოში, - ამის შესახებ კომპანია „ჯოლიოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ადეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„თუ ჩვენ ავიღებთ გეზს ევროპის ექსპორტისკენ, აუცილებლად უნდა ვიყიდოთ უკრაინული ნედლეული, რომელიც უფრო ძვირია დღეს, ვიდრე რუსული ნედლეული, თუმცა არც იმაზე მიგვიწვდება ხელი. საკუთარ ქვეყანაში რომ წამოვიღოთ უკრაინული ნედლეული, საქართველოში ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ აქედან ნაწარმოებ ზეთს მოგებით გავყიდი. მაგალითად, მე ამხელა საწარმო ავაშენე და ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, ცუდი პროდუქტი გავაკეთო. ჩვენს საწარმოს დაკმაყოფილებული აქვს ისეთი მოთხოვნები, როგორც ისრაელს, კანადას და ა.შ. ჩვენ 13 ქვეყანაში გვაქვს ზეთის ექსპორტი განხორციელებული. მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ მე ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში. ქართულ ქსელებში თითქმის არც შევსულვარ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც კაცი, რომელიც 15 წელია ცხიმის გადამუშავებით ვარ დაკავებული და ეს ჩემი მეორე საწარმოა - ჩვენ ვაკვირდებით, რომ რუსეთიდან ხშირ შემთხვევაში, (არ ვამბობ ბრენდირებულ ზეთებზე და სოლიდურ საწარმოებზე), მაგრამ ზეთის სეგმენტში როდესაც შევდივართ, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელსაც რუსეთში ქსელში ვერ ნახავთ. უფრო მეტიც, შეიძლება შეზღუდულიც კი აქვთ იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საწარმოც მაქვს და კაპიტალიც საკმაოდ მოძიებული, ვდგავარ და ველოდები, როდის მორჩება უკრაინაში ომი და ასე დგას სექტორი. 40 ათასი ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება, დამზადება არის ნული“, - განაცხადა ადეიშვილმა.

მისი განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოში ნედლეული ვერ შემოაქვთ და ამ ეტაპზე ქარხანა გაჩერებულია.

„ქონების გადასახადსაც სხვა ბიზნესებიდან ვიხდი. ველოდები, სანამ კრიზისი დამთავრდება. ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა. სამივეგან ისეთი გადასახადებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, როგორც მზესუმზირის მიღება, ასევე მეორადი ნედლეულის. ეს არის არარაფინირებული ზეთი, რომლის მიღებაზეც კი პრობლემებია ისეთი გადასახედებია რუსეთიდან“, - განაცხადა ადეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე