„სანდომის“ დირექტორი - გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ის უკვე ჩვენს ფუნქციას ითავსებს, რაღაც პროცენტზე უნდა შევჯერდეთ, რომ მის ზემოთ ვერ მოითხოვოს მარჟა, სხვა შემთხვევაში, ქართულ წარმოებას გაგვინადგურებენ

კითხვა დასვით, ქსელურების მოგების მარჟა არ იზრდება, ვნახეთ და იგივე რჩებაო- ზუსტად ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას, - ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია „სანდომის“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„სანდომის“ გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოხატავს ქსელური მარკეტების მხრიდან ადგილობრივ მწარმოებლებზე „ზეწოლის გამო“ და აღნიშნავს, რომ პარლამენტი, სახელმწიფოსთან ერთად უნდა შეჯერდეს გარკვეულ პროცენტზე, რის ზემოთაც ქსელური მაღაზიები მარჟის დაწესებას ვეღარ მოითხოვენ.

მერაბ ვასაძე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში ქართული წარმოება განადგურდება.

„პირველი დასვით შეკითხვა, რატომ აწყობთ მაღაზიების გახსნა? იმიტომ, რომ როდესაც ქსელურს ვხვდებით საუბარს იწყებს ასე: მე მაქვს ამდენი მაღაზია, პლუს წელს გავხსნი 200 მაღაზიას, მექნება ბევრი მაღაზია და შენ უნდა დამიმატო 5% „ქეშბექი“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩემგან მეტ მოგებას ნახავს. ის მეტ მოგებას არ ნახულობს, ოღონდ ჩემს საქონელს ყიდის გაცილებით იაფად.

ძალიან კარგად გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს. მისი მთავარი მოგება არის ჩაატაროს აქცია, უფრო იაფად დაანახოს, ყველას აჩვენოს, რომ დაბალი სეგმენტია, მაგრამ უკვე ქსელური გადადის არა დაბალ ფასში გაყიდვაზე, არამედ ჩვენს ფუნქციას ითავსებს. ბევრი მაღაზია საქონელს ყიდულობს იგივე ქსელურიდან და ყიდის მის მაღაზიაში, გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ჩემი დისტრიბუტორი სთავაზობს. პრობლემა ამაშია და ამას ვამბობთ, რომ „ქეშბექის“ მოხსნა არ არის სწორი, ის რაღაც დონეზე უნდა შეჩერდეს და უნდა ითქვას, რომ ამაზე მეტს ვერ დადებ "ქეშბექს" და ვერ შესთავაზებ სხვა პირობას როგორც ფასდაკლებას, ამაზეა საუბარი. მგონია სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ რაღაც პროცენტზე შეჯერდეთ, რომ ამის ზემოთ ქსელურმა ვერ მოითხოვოს მარჟა, სხვა შემთხვევაში ქართულ წარმოებას გაგვინადგურებენ“, - განაცხადა მერაბ ვასაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება