ევროკომისიის პრესსპიკერი ევროკავშირის დოკუმენტზე - რუსეთის მხრიდან ნამდვილი მზადყოფნა უნდა ვნახოთ, რომ მშვიდობა სურს - ასევე, უნდა ვნახოთ, რომ ევროპის ინტერესები გარანტირებული იქნება

უმაღლესი წარმომადგენლის მიდგომა უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ ჩვენს ინტერესებს ეხება, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა „პუბლიკას“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის დოკუმენტი გაავრცელა, რომელშიც ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს.

„ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს და უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ ისწრაფვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს აშკარა მსხვერპლი და აგრესორი ჰყავს. ასევე, იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულების მიზნით ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს, ევროკავშირის მხარდაჭერაა საჭირო. რუსეთის მხრიდან ნამდვილი მზადყოფნა უნდა ვნახოთ, რომ მას მშვიდობა სურს. ასევე, უნდა ვნახოთ, რომ ევროპის ინტერესები გარანტირებული და წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე