პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის შპს ,,სანდასუფთავების“ ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსს და ლაგოდეხის მერის წარმომადგენელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რომელსაც მსჯავრდებულის განაჩენით დადგენილი საზოგადოებრივი შრომის უზრუნველყოფა და კონტროლი ევალებოდა, სასჯელისთვის თავის არიდებისათვის მსჯავრდებულისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე