ირაკლი კობახიძე - არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები, რასაც ვხედავთ გახარიასა და მისი პარტიის მხრიდან, ინტელექტუალური რესურსი - ნული - ლიდერი გაქცეულია

თქვენ ხედავთ, პარლამენტში მათ [„გახარია-საქართველოსთვის“] საქმიანობას, ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი-ნული. ლიდერი არის გაქცეული გერმანიაში. აბსოლუტურად არასერიოზულია ვითარება, რომელიც ამ პარტიაში არის შექმნილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა: „რაზე მიუთითებს ფაქტი, რომ მიუნხენის კონფერენციიდან გიორგი გახარიას დასწრების ამსახველი ფოტოც არ უნახავს საზოგადოებას“, კობახიძემ უპასუხა, რომ „ყველაფერი არასერიოზულია“.

„აბსოლუტურად არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან, მისი პარტიის მხრიდან. რესურსი - ნული! თქვენ ხედავთ, მათ შორის პარლამენტში მათ საქმიანობას, ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული. ლიდერი არის გაქცეული გერმანიაში, თავს აფარებს გერმანიას იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ამ პარტიის დღევანდელი მდგომარეობა. აბსოლუტურად არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც ამ პარტიაში არის შექმნილი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე