ირაკლი კობახიძე - არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე მექანიზმების გამოყენებას, როგორიცაა თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ჩვენ ვფიქრობთ ფასების გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფაზე

საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში, მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული შედეგს გამოიღებს.

„საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა. შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფაზე ", - განაცხადა პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ