შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.

იონსონის თქმით, შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 12.9 მილიარდ შვედურ კრონას (დაახლოებით 1.2 მილიარდი ევრო) შეადგენს.

მინისტრის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო დაცვის გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული.

აღნიშნული თანხიდან შვედეთი დაახლოებით 400 მილიონ ევროს გამოყოფს Tridon Mk2 სისტემების შესაძენად და უკრაინისთვის გადასაცემად. ეს შვედური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტიანები არიან დრონების ჩამოგდებაში. დამატებით, სტოკჰოლმი კიევს სენსორებს, რობოტებსა და საზენიტო ქვემეხებს გადასცემს.

კიდევ 524 მილიონი ევრო უკრაინული წარმოების შორი მანძილის რაკეტებისა და დრონების წარმოებაზე იქნება გამოყოფილი.

დანარჩენი თანხა - 280 მილიონ ევროზე მეტი - გამოყოფილი იქნება შვედეთის არმიის მარაგებიდან ყუმბარმტყორცნებზე, და ასევე საარტილერიო ჭურვების, სათადარიგო ნაწილებსა და უკრაინელი პერსონალის წვრთნაზე.

“შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, ვინც უკრაინას ყველაზე მეტად ეხმარება, როგორც ხარისხობრივად, ისევე რაოდენობრივად. შვედური [შეიარაღების] სისტემები, რომლებიც უკრაინას გადავეცით, ბრძოლის ველზე ძალიან კარგად მუშაობს”,- განაცხადა იონსონმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე