შოთა ბერეკაშვილი - ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა

ის ექვსი პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმოებლისგან, იმპორტიორ/დისტრიბუტორისგან და საცალო ქსელების ოპერატორებისგან, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია საუბარი საბოლოო გამოსავალზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც ბიზნეს ეფექტურობაში აისახება.

ბერეკაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯამში მივიღებთ ფასების კლების მიმართულებით სერიოზულ კორექციას.

„ეს პროცესი არის გადაჯაჭვული. ამათ შორის არის კავშირი და ჩვენთვის შეუძლებელია დღეს ვისაუბროთ საბოლოო გამოსავალზე, სანამ არ შევისწავლით სამივე საფეხურს. ვფიქრობ, პრობლემების სწორი იდენტიფიცირება მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასწარმოქმნის ჯამში, საოპერაციო ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯები არის მნიშვნელოვნად მაღალი. მესამე, რაც ვნახეთ, რომ ასიმეტრიული ურთიერთობები გვაქვს ჯაჭვში, ასე ვთქვათ, ზემოთ მდგომ სუბიექტს აქვს ბაზრის დომინირების შესაძლებლობა და ეს არათანაბარ პირობებში გაყენებთ თქვენ და ეს პროცესი მისახედია. კომპანიების ნაწილის შემთხვევაში საუბარი იყო, რომ საკრედიტო რესურსი ძვირია და ეს ყოველივე აწვება თვითღირებულებას. ნაშთები და დანაკარგი ზოგ შემთხვევაში 5%-ი და მეტია და როდესაც მოგება სექტორში წარმოების ნაწილზე 5-6%-ია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და ბოლოს, იმპორტულ პროდუქციასთან- აქ ჩვენი მიდგომა ვერ იქნება, რომ იმპორტი დავბეგროთ, მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება ის, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც თავისთავად აისახება ბიზნეს ეფექტურობაში და საბოლოოდ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით ისე, რომ ეს იქნება სამართლიანი თითოეული რგოლისთვის“,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა