ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაციის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს უნივერსიტეტებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაციის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაცია (EUSEA) „მწუხარებასა და შეშფოთებას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, რაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე გავრცელებული უფრო მასშტაბური პროცესის ნაწილია“.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი EUSEA-ს მრავალწლიანი წევრია. ასოციაციის ბევრ წევრს კარგად ახსოვს, როგორ უმასპინძლა 2024 წელს უნივერსიტეტმა ჩვენს ყოველწლიურ კონფერენციას, როგორ დაგვახვედრა უნივერსიტეტმა ენერგიული და სტუმართმოყვარე გარემო, რომელშიც თავი მოიყარა ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 100-ზე მეტმა მონაწილემ.

ამ კონფერენციის ფარგლებში და სხვა საკითხებშიც ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობამ, მათ შორის NUCLEUS-ის „პასუხისმგებლიანი კვლევისა და ინოვაციის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ ნათლად გამოკვეთა, რომ უნივერსიტეტი წარმოადგენს აკადემიური თავისუფლებისა და დისციპლინათაშორისი მიდგომების მნიშვნელოვან კერას, რაც სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის საფუძველს ქმნის.

მრავალი ქვეყნის მსგავსად, აქაც შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია პარტიულ დღის წესრიგებსა და საგანმანათლებლო სივრცეებს შორის გადაჯაჭვულობისკენ, რაც საფრთხეს უქმნის ღია კვლევის, ცოდნის შექმნისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შედეგების ფუნდამენტურ პრინციპებს. EUSEA, რომელიც ინკლუზიურობის, რეფლექსიური პრაქტიკისა და თანამშრომლობის ღირებულებებზე დგას, ამ ძნელ პერიოდში სრულ მხარდაჭერას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

https://eusea.info/…/standing-with-ilia-state-university…/

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე