გაერთიანებული სამეფოს მეფე მისი ძმის დაკავებაზე - კანონი უნდა აღსრულდეს

კანონი უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

“უღრმესი შეშფოთებით შევიტყე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ.

საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს.

ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო. ამავდროულად, ჩემი ოჯახი და მე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და თქვენთვის მსახურს”, - ნათქვამია მეფის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე