დონალდ ტრამპი - “მშვიდობის საბჭოს“ გაერო-ს შეფასების ფუნქცია ექნება

„მშვიდობის საბჭოს” გაერო-ს “შეფასების” ფუნქცია ექნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

“მშვიდობის საბჭოს თითქმის გაერო-ს შეფასების ფუნქცია ექნება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის შესაბამისად მუშაობს…

უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი [გაეროს] ორგანოები კარგ მდგომარეობაშია. დახმარება სჭირდებათ, ფულის მხრივ სჭირდებათ დახმარება. ფულის მხრივ დავეხმარებით და უზრუნველვყოფთ, რომ გაერო სიცოცხლისუნარიანი იყოს…

გაერო-ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბევრ ადამიანს არ მოეწონა რაც ვთქვი. მათ თქვეს: “ეს არ უნდა თქვა, ვინაიდან, როგორც იცი, გაერო არ გვადარდებს”. არა, ის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ის თავის პოტენციალს გაამართლებს. ეს დიდი დღე იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, 19 თებერვალს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში ტრამპის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველი შეხვედრა იმართება, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან. დამსწრეებს შორის არ არიან გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრის - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე