დონალდ ტრამპი ირანზე - შეთანხმება უნდა გააფორმონ, თუ ეს არ მოხდება, ცუდი რაღაცები მოხდება - სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი შეთანხმებას არ გააფორმებს, “ცუდი რაღაცები” მოხდება.

“შეიძლება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს, შეიძლება არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცე ლიდერობით არაფერია შეუძლებელი…

ახლა ირანის დროა შემოგვიერთდეს გზაზე, რომელიც შეასრულებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და თუ შემოგვიერთდებიან, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ შემოგვიერთდებიან, ეგეც შესანიშნავი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზა იქნება. არ შეიძლება მთლიანი რეგიონის სტაბილურობის მიმართ მუქარები გააგრძელონ, და შეთანხმება უნდა გააფორმონ…

ცუდი რაღაცები მოხდება, თუ ეს არ მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა