მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნის” გამო პატიმრობას ითვალისწინებს

მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ისინი ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის”.

საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები არიან: ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს: საქართველოს კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს კანონი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.

კონკრეტულად კი - შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნტი: 2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“

მოქალაქეები დავობენ, რომ მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება; ასევე, ისინი უთითებენ კონსტიტუციის მეცხრე მუხლს - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და იცავს სახელმწიფო. ასევე, სარჩელში მითითებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე