ელისო კილაძე სასამართლოში - მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლცენტრების მხილება - საქმეში ჩემი დანაშაულია, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი - ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს მამუკა მდინარაძეს

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელისო კილაძემ პროცესის დახურვა გააპროტესტა.

მისი თქმით, მას ედავებიან იმ საქმიანობას, რომელიც თავად დაიწყო - ქოლცენტრების სქემების მხილება.

“მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში - ქოლცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ თურმე იმიტომ ვაკეთებდი, ხელი შემეშალა კონკურენტებისთვის. ყველაზე მთავრი, ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ მოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ. არ ვიცნობ მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი. დავით მიქაძეს და მერაბ სეხნიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ანუ ამ საქმეში ჩემი დანაშაული არის ის, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი.

რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როდესაც ჟურნალისტი ვარ. დარბაზში ჩემი კოლეგები სხედან. მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. პროკურატურა გახდა ჩაკეტილი სივრცე.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი. მესმის ყველაფერი, საჯაროობა არ შედის თქვენს ინტერესებში, მაგრამ შედის ჩემს ინტერესებში. ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე, როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, აღიარებაზე და კომპრომისზე არ წავალ, რადგან სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი.

არ ვეთანხმები ამ შუამდგომლობას, მინდა საჯაროობა.

ამ მოწმეებს 20 წელია ვიცნობ”, - განაცხადა ელისო კილაძემ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა