პროკურორი - ბრალდებულმა ელისო კილაძემ განმარტა, რომ მხოლოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს არ იცნობს, ასევე, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ქოლცენტრები, სხვა შემთხვევაში, მასაც ამხელდა

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძემ პროცესზე განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლცენტრები არ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა.

„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს - დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას[ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, - განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს [დაუსწრებლად], აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე