სერიალ „გრეის ანატომიის“ მსახიობი ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერიკ დეინი, მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სერიალებში, „გრეის ანატომიასა“ და „ეიფორიაში“ შესრულებული როლებით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მძიმე გულით გაცნობებთ, რომ ერიკ დეინი ხუთშაბათს შუადღისას ALS-თან მამაცი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან სიცოცხლის ბოლო დღეები მეგობრების, ერთგული მეუღლისა და ორი ქალიშვილის, ბილისა და ჯორჯიის გარემოცვაში გაატარა.

მსახიობს გასულ წელს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) დაუდგინდა. მან სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვე მოტორული ნეირონული დაავადების (MND) ყველაზე გავრცელებული ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა.

ერიკ დეინმა „გრეის ანატომიაში“ დოქტორ მარკ სლოუნის როლი ითამაშა, „ეიფორიაში“ კი - კალ ჯეიკობსის როლი.

დეინმა ასევე მონაწილეობდა ფილმებში : „მომხიბვლელი“, „უკანასკნელი გემი“, „მარლი და მე“, „ვალენტინობის დღე“ და „ბურლესკი“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს