თაზო დათუნაშვილი - „ლელომ“ თავისი განსხვავებულობით უნდა აჩვენოს ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მომენტში ელოდება - რაც შეეხება ერთობებს, დოკუმენტების ხელმოწერებს, ამ პროცესის მიმართ ნდობა არ გვაქვს

რაც შეეხება ერთობებს, დოკუმენტების ხელმოწერებს, ამ პროცესის მიმართ დღეს არც ნდობა გვაქვს და არც მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ახლა, ამ პოლიტიკური ვითარებაში სწორი მიდგომა და სტრატეგია არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,-ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ოპოზიციის ერთიანობის საკითხზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ჰქონდეს სხვა პარტიებთან კონსულტაციები და ისაუბრონ ოპოზიციის როლზე.

„ჩვენი გადმოსახედიდან იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას დავანახოთ ივანიშვილის რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, ვფიქრობთ, მრავალფეროვანი შეთავაზება უფრო სწორი მიდგომა იქნება, ვიდრე ერთიანი და დიდი. საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ ნდობა ისეთი არ არის. ჩვენი მხრიდან ღიად ვამბობთ, რომ ასეთი პროცესის ფინალის ნდობა არ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირების გზაზე „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ თავისი განსხვავებულობით, კონკრეტული პარტიული მიდგომით უნდა აჩვენოს ის ალტერნატივა, რომელიც ქართულ საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მომენტში ელოდება. ჩვენი ხედვა უნდა გვქონდეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვქონდეს კონსულტაციები, ვისაუბროთ აბსოლუტურად ყველასთან ოპოზიციის როლზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ კონსტრუქციული საუბრის მომხრე. რაც შეეხება ერთობებს, დოკუმენტების ხელმოწერებს, ამ პროცესის მიმართ დღეს არც ნდობა გვაქვს და არც მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ახლა ამ პოლიტიკური ვითარებაში სწორი მიდგომა და სტრატეგია არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება