„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისთვის

„საქართველოს ბანკი“ მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ცნობიერების გასაზრდელად კი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

მოსწავლეებისთვის „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტებზე მიღება უკვე დაიწყო:

STEM სკოლა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება უკვე მიმდინარეობს და 2 მარტამდე გაგრძელდება.

STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

ინფორმაციისთვის, STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

STEM სკოლაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

Code IT

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, Code IT-ზე მიღება დაიწყო. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

Code IT საქართველოს ბანკის, ICT-ის ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია და მასში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) იმართება.

Code-IT-ის ფარგლებში, ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს და პროგრამაზე სწავლა სრულად არის დაფინანსებული.

ევერესტი

მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება და 27 მარტამდე გაგრძელდება.

პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მეორე ტური კი დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე