უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური - უკრაინას ომის გაგრძელება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია - ტერიტორიას არ დავთმობთ

ეროვნული გვარდიის მეთაურის ალექსანდრ პივნენკოს განცხადებით, უკრაინას ომის გაგრძელება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია.

მისი თქმით, უკრაინის მიზანია საკუთარი ტერიტორიისა და პირადი შემადგენლობის შენარჩუნება.

ის ასევე არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, უკრაინა ომს წააგებს.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ რამდენიმე წელი ვიბრძოლოთ, 100%-ით. თუმცა, ვთვლი, რომ ომები, ზოგადად, უნდა დასრულდეს. ამ პლანეტაზე ტერიტორიისა და რესურსებისთვის ადამიანების ხოცვა ჩვენთვის ძალიან გაუგებარი რამ არის. ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ალექსანდრ პივნენკომ.

მისი თქმით, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის გამარჯვება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ნიშნავს. პივნენკომ დასძინა, რომ ეს შეიძლება ახლა მთავარი პრიორიტეტი არ იყოს, მაგრამ სტრატეგიულად, უკრაინა ამ მიზანზე უარს არ იტყვის.

„უკრაინის გამარჯვება სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მისი ტერიტორიების დაბრუნებას ნიშნავს. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს აქტუალური არ იყოს, მაგრამ პოტენციურად აქტუალურია მომავლისთვის. მესმის, რომ ამას შეიძლება რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს - მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა პივნენკომ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს, სამხედრო მეთაურმა უპასუხა, რომ ამჟამად ასეთ ვარიანტს არ განიხილავს.

„შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა ისეთი რამაა, რაც შეიძლება ჩვენთვის გასაგები იყოს. თუმცა, ტერიტორიას არავინ დათმობს“, - აღნიშნა პივნენკომ.

ამასთან, მისი თქმით ხალხი დაიღალა ომით და სურს მისი დასრულება, მაგრამ მთავარი კითხვა მისი დასრულების პირობებია.

„ყველას სურს ომის დასრულება. მაგრამ ჩვენთვის მთავარი კითხვაა რის ფასად? ან ცეცხლის შეწყვეტა, რასაც, ვფიქრობ, ყველა დათანხმდება, შემდეგ კი მომავალი ქმედებებისა და შეთანხმებების გადახედვა, ან ტერიტორიის დაკარგვა. ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, არაფერს დავთმობთ“, - აღნიშნა პივნენკომ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა