კახა კალაძე გურამ როგავას მიერ „ფორმულას“ დატოვებაზე - ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი საიდან იმართება, ვინ აფინანსებს და რა ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები? საზოგადოებამ კარგად გააანალიზა, რა პროცესები მიდის

საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება.

მისი თქმით, „პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს“.

„ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, საიდან იმართება, ვინ აფინანსებს, რა ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები? ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი. ის პროპაგანდა, რასაც ვისმენთ ბოლო წლების, თვეების განმავლობაში, ყველამ კარგად ვიცით, რას ემსახურება - არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს. მათ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით - აქვთ სურვილი, რომ ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათი ინტერესების გასატარებლად და დასაცავად. ისინი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იყენებენ სხვადასხვა მეთოდით. ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული ქმედებები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე საუბრობენ და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, შეიძლება იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსებას გარედან იღებენ და კონკრეტული დავალებები აქვთ, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნის წინააღმდეგ და ა.შ.“- განაცხადა კახა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ