ვოლოდიმირ ზელენსკი - უკიდურესად სახიფათოა, რომ რუსეთში მყოფი 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენს

10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან - მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებისგან - FPV-დან დაწყებული შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ისინი ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ.

„რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა