დენის შმიგალი - დასავლეთი უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის 600 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და დასავლელი პარტნიორები პარიზში უკრაინისთვის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის სახით 600 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

შმიგალის განმარტებით, გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდება: შენატანები უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში, რომელთა ჯამური ოდენობა 250 მილიონ ევროს აღემატება, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებები SPARK პროექტის მეშვეობით ცალკე დახმარების პროგრამაზე, რომლის ჯამური ღირებულება 276 მილიონი დოლარია, საფრანგეთისგან მიღებული 71 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც 2026 წლის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი.

პარიზში შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის, კანადის, ლატვიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა