პოლონეთი ნაღმების გამოყენების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას ტოვებს

პოლონეთი რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხისგან აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს გამოიყენებს - ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ეს ნაღმები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმ თავდაცვითი სტრუქტურისა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთში, ჩრდილოეთით რუსეთთან და აღმოსავლეთით ბელარუსთან საზღვარზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ.

მისი თქმით, პოლონეთმა თავი უნდა დაიცვას რუსეთისგან, ქვეყნისგან, რომელსაც ძალიან აგრესიული განზრახვები აქვს მეზობლების მიმართ და რომელსაც თავად არასდროს აუღია ნაღმების აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება.

პოლონეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების, რომელიც „ოტავას კონვენციის“ სახელითაც არის ცნობილი, რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა და 2016 წელს დაასრულა საკუთარი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის განადგურება. დოკუმენტი ხელმომწერ მხარეებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას უკრძალავს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ