ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

"ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Bpn.ge-ს ინფორმაციით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, „კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძეა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა