დავით თარხნიშვილი - სრული აბსურდი იქნება საქართველოში ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების განახევრება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ამ მიმართულებების დახურვა ილიას უნივერსიტეტში

სრული აბსურდი იქნება საქართველოში ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების განახევრება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ამ მიმართულებების დახურვა ილიას უნივერსიტეტში, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით თარხნიშვილმა უნივერსიტეტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ სფეროს განვითარებაში.

„დღეს მეცნიერება არის ტექნიკურად რთული. მას სჭირდება ლაბორატორიული კვლევების მოდელირების, სტატისტიკური დამუშავების, ბიოინფორმატიკის და სხვა რთული მიმართულებების განვითარება. მხოლოდ ამ ერთ უნივერსიტეტში შეყრა ამ მიმართულებების, არის იმის წინაპირობა, რომ ხარისხიანი და მოწინავე მეცნიერება განვითარდეს ჩვენთან. დღეს მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ცენტრალურ ევროპაში ძალიან ღირსეული ადგილი გვიჭირავს. კავკასიაში უბრალოდ არ არის ისეთი სხვა ინსტიტუტი, რომელიც ამ სფეროებში ჩვენთან შედარებადი იქნება. ფაქტობრივად, სრული აბსურდი იქნება საქართველოში ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების განახევრება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ მიმართულებების დახურვას ილიას უნივერსიტეტში“,-განაცხადა დავით თარხნიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ ახალი ცოდნის შესწავლაში გადამწყვეტი წვლილი აქვთ არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერებს, არამედ სტუდენტებს.

„20 წელია ჩვენი პროგრამები, მიმართულებები ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სფეროებში ემსახურება საქართველოს. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს იმ ინფორმაციაში, რომელიც არის აუცილებელი ცოცხალი სამყაროს შესასწავლად და ვქმნით ახალ ცოდნას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ 20 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ინფორმაცია ეკოლოგიის და ბიოლოგიური მეცნიერების სფეროში, სადაც ილიას უნივერსიტეტის წვლილი არის დაახლოებით ნახევარი. რომ ავიღოთ ცალკეული მიმართულებები: ეკოლოგია, ტყის მეცნიერება, კონსერვაციული ბიოლოგია, აქ ილიას უნივერსიტეტის წვლილი 70%-ს აღემატება. ამ დროის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა ჩვენი წვლილი მსოფლიო დონეზე. ეს ყველაფერი განვითარდა სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“,- განაცხადა დავით თარხნიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე