ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას 23 თებერვალს გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას 23 თებერვალს გეგმავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კრაკოვში „E5 ქვეყნების” თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შემდეგ ორშაბათს [23 თებერვალს] რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას ვაპირებთ. სანქციები მუშაობს, ისინი მძიმე ზიანს აყენებენ რუსეთის ეკონომიკას, და ყოველი ახალი ზომა უფრო ამცირებს მის შესაძლებლობას ომი აწარმოოს. მოსკოვი უძლეველი არ არის. მისი არმია რეკორდულ დანაკარგებს განიცდის და მისი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. მაგრამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს მანამ, სანამ ხარჯები სარგებელს არ გადააჭარბებს და ეს არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ”,- განაცხადა კალასმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე