აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძირი გამოუთხარა ტრამპის საკვანძო ეკონომიკურ პოლიტიკას და თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მას უდიდესი იურიდიული მარცხი მიაყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ ფედერალური კანონი გამოიყენა მსოფლიო მასშტაბით ორმხრივი ტარიფებისა და მიზნობრივი საიმპორტო გადასახადების შემოსაღებად, რასაც ადმინისტრაცია ფენტანილის უკანონო მიმოსვლასთან ბრძოლით ამართლებდა.

გამოცემის ცნობით, სასამართლო მოსმენების დროს როგორც კონსერვატიული, ასევე ლიბერალური ფრთის მოსამართლეები ეჭვებს გამოთქვამდნენ ტარიფების კანონიერებაზე, რომლებიც დონალდ ტრამპმა 1977 წლის კანონზე დაყრდნობით შემოიღო, რომელიც ეროვნულ დონეზე საგანგებო ვითარებების დროს გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპის ადმინისტრაცია ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა