ოთარ ფარცხალაძე - საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს - შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს - ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ ადასტურებს ჩემი არჩეული გზის სიმართლეს. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე გავიღო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

დროა, წარსულში დავტოვოთ წარსულის წყენები, რომლებიც ჩვენი ერის მტრების მიერაა შექმნილი და წინ ვიაროთ. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მის ინტერესებში, ხოლო ვინ ინტრიგებს ხლართავს, რითაც უცხოელ პატრონებს ემსახურება, ანგრევს ჩვენს იდენტობას, წეს-ჩვეულებებსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფარცხალაძემ.

მან ასევე ქართველ და რუს ერებს შორის „ძმური ურთიერთობების“ გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს - საქართველოს - სამსახურში. და დღეს ზუსტად იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ახალი ფურცელი დაიწყება ძმურ ერებს შორის ურთიერთობაში…

მართლმადიდებლური რწმენა გვაერთიანებს…

ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისთვის ერთობლივ წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. ამასთან, ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე წარედგინა ბრალი.

ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ