გიორგი სიორიძე - დადგება მომენტი და ჩვენ კიდევ ჩავკიდებთ ყველას ხელს ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სულ სხვა მოცემულობაა

დადგება მომენტი და ჩვენ კიდევ ჩავკიდებთ ყველას ხელს ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სულ სხვა მოცემულობაა, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი სიორიძემ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ გაურკვეველია რატომ არის საჭირო კიდევ ერთ დოკუმენტზე ხელმოწერა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელი უკვე მოწერილი აქვთ.

„ლელო-ძლიერი საქართველო“ ისევე, როგორც სხვა კოლეგები სხვა პარტიებიდან, ვემზადებით ერთი რამისთვის, ეს არის რეჟიმის ცვლილება და ვემზადებით სინდისის პატიმრების გათავისუფლებისათვის.

კონკრეტულ დოკუმენტს თუ ჩვენ ხელს არ ვაწერთ, რას ვარღვევთ პოტენციური ერთად დგომიდან მაშინ, როდესაც ჩვენ „ქართულ ქარტიას“ მოვაწერეთ ხელი. ის „ქართული ქარტია“ ვადით იყო თუ პირობით? პირობა იყო, რომ რეჟიმი იცვლება და შემდეგ ისიც კი იყო დარეგულირებული, რეჟიმის ცვლილების შემდეგ რა ხდება. „ქართული ქარტია“ აღარ მოქმედებს?

რა არის მთავარი მიმართულება? ოპოზიციური სპექტრი არ დაესხას ერთმანეთს თავს. ჩვენ ვინმეს ვესხმოდით თავს? არ ვესხმოდით და არც ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ ოპოზიციაში, როდესაც ამხელა მონსტრი ივანიშვილის რეჟიმი გვყავს დასამარცხებელი. ჩვენ ამას ისედაც ვასრულებდით ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე.

რატომ უნდა ვიყო ოპოზიციასთან დაპირისპირებული? მაგრამ ამავდროულად თუ მე დაპირისპირებული არ ვარ, რაში ეშლება ხელი ოპოზიციის გაძლიერებას? აუცილებლად ყველანი ერთ ბრიფინგზე უნდა ვიდგეთ, ერთ სურათში და კონკრეტულ რაღაცას კიდევ ერთხელ მოვაწეროთ ხელი, რასაც ერთი წლის წინ მოვაწერეთ ხელი? რით ზიანდება საზოგადოებრივი ინტერესები?“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე