დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა.

„ჩემთვის დიდი პატივია ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში დაწესებული მასშტაბური გლობალური ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ „სხვა ალტერნატივებს“ გამოიყენებდა.

„ახლა სხვა მიმართულებით წავალ, ალბათ იმ მიმართულებით, რომელიც თავიდანვე უნდა ამერჩია. ეს თავდაპირველ არჩევანზე უფრო ძლიერი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახალი ტარიფების დაწესებას 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის თანახმად განიხილავდა. თუმცა, აღნიშნული ტარიფები ძალაში 150 დღის განმავლობაში დარჩება, თუ მათი მოქმედების ვადის გაგრძელებას მხარს აშშ-ის კონგრესი არ დაუჭერს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა