პიტერ სიიარტო - უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება“, - წერს სიიარტო X-ზე.

მისი თქმით, „უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არღვევს“.

„უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს“, - აცხადებს სიიარტო.

მანამდე, გამოცემა Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა უკრაინისთვის სესხის გამოყოფას მხარი არ დაუჭირა. მედიის ცნობით, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების დამტკიცებას 24 თებერვალს გეგმავს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ