უკრაინული მედია - რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას­ უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, უდმურტეთის რესპუბლიკაში მდებარე „ვოტკინსკის ქარხანა“ „ისკანდერისა“ და „ორეშნიკის“ რაკეტების კომპონენტებს აწარმოებს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უდმურტეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბრეჩალოვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

„რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კიევის რეჟიმის დრონების თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა