იტალიელი გრაფიკული დიზაინერის შვილი საქართველოში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

იტალიელი გრაფიკული დიზაინერის შვილი საქართველოში გარდაიცვალა, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ცნობით, Torino Stratosferica-ს დამფუძნებლის, ლუკა ბალარინის ვაჟი, პიეტრო ბალარინი საქართველოში თხილამურებით სრიალისას უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

„პიეტრო საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თხილამურებით სრიალებდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოუვიდა. ის ბედნიერი გარდაიცვალა, იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთებში თხილამურებით სრიალი“, - დაწერა ლუკა ბალარინიმ სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, 20 წლის პიეტრო ბალარინის ცხედრის იტალიაში გადასასვენებლად საქართველოში მისი დედა იმყოფებოდა, ხოლო ცხედრის გადასვენება პარასკევს იყო დაგეგმილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა