ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება

უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასი დათმოს.

„ამერიკელებიც და რუსებიც გვეუბნებიან: თუ გსურთ, ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა