ემანუელ მაკრონი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფების გაუქმებაზე - უზენაესი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის არსებობა ცუდი არ არის

უზენაესი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის არსებობა ცუდი არ არის, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გაუქმებას.

„კარგია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლების გამაწონასწორებელი ძალა არსებობს“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, საფრანგეთი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფების შედეგებს განიხილავს და შესაბამისად იმოქმედებს.

ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში დაწესებული მასშტაბური გლობალური ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ „სხვა ალტერნატივებს“ გამოიყენებდა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა