აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, „ნავი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა“.

„დაზვერვის მონაცემებით, ნავი ნარკოტიკებით ვაჭრობის ოპერაციებში მონაწილეობდა“, - აცხადებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში განხორციელებული დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა