ტატა ხვედელიანი - სამწუხაროა, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა, თუმცა „ოცნებამ“ დაიმსახურა ეს - ექსპერტებს მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე და იმაზე, რომ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური შურისძიება ხორციელდება

ძალიან სამწუხაროა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა დღესდღეობით, თუმცა „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მან მედიასთან განმარტა, რა ინფორმაცია მიაწოდა „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც საქართველოში მუშაობა უკვე დაიწყო. ხვედელიანის განმარტებით, ექსპერტებთან პარტიის ლიდერზე გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ამოქმედდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მექანიზმის ამოქმედება მოხდა დღესდღეობით, თუმცა „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ჩვენი პარტიის წევრიც ესწრებოდა. ჩვენ მივაწოდეთ ექსპერტებს ინფორმაცია ადამიანის უფლებების იმ მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა როგორც ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, ასევე ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ პოლიტიკური შურისძიების აქტი ხორციელდება ჩვენს ლიდერზე გიორგი გახარიაზე, ამასთან დაკავშირებით მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა ორი ძალადობრივი ქმედება, ორგანიზებული თავდასხმა. ვისაუბრეთ, ასევე ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, სხვა ძალადობრივ აქტებზე, რომლებიც განხორციელდა „ოცნების“ მხრიდან, ამ ყველაფერზე ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტებს. ვესაუბრეთ ადგილობრივად იმ მდგომარეობაზე, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობით არის დღესდღეობით და ვაგრძელებთ ამ ფორმატში აქტიურ მუშაობას. ისინი არიან თავისუფალი თავის ქმედებაში. მთავარია, რომ ადეკვატურად მოიკვლიონ და დაინახონ არსებული მდგომარეობა, რაც „ოცნების“ პირობებშია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლის ფუნქცია და ამაში ჩართულები ვართ, თუმცა იმ მწვავე შეფასებების მიღმა, როგორ მოხდება პროცესის გაგრძელება, ამაზე, რა თქმა უნდა, თვითონ მათ უნდა დაველოდოთ. დღესდღეობით არის მოკვლევის პერიოდი და ესაუბრებიან ყველა დაზარალებულს ამ პროცესში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რა დასკვნებს გამოიტანენ და შემდეგ უკვე რაში გადაიზრდება“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა